10 წლის წინ თამუნას და შოთას მდიდრულ ქორწილზე მთელი მოსკოვი ლაპარაკობდა - ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, ბიზნესმენი მეუღლითა და ლაქშერული ცხოვრებით - კვირის პალიტრა

10 წლის წინ თამუნას და შოთას მდიდრულ ქორწილზე მთელი მოსკოვი ლაპარაკობდა - ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, ბიზნესმენი მეუღლითა და ლაქშერული ცხოვრებით

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე დი­ზა­ი­ნე­რი თა­მუ­ნა წიკ­ლა­უ­რი "ფე­შენ" ინ­დუსტრი­ა­ში ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ ფი­გუ­რად ით­ვლე­ბა. ინ­სტაგ­რამ­ზე 400 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მისი მიმ­დევ­რე­ბი არი­ან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სა­ხე­ე­ბი: ბი­ჭო­ლა, ნინი ქარ­სე­ლა­ძე, ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, რუსა ჩა­ჩუა, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ თა­მუ­ნა ცნო­ბი­ლია არა მხო­ლოდ რო­გორც სა­ნი­მუ­შო მე­უღ­ლე, დედა და დი­ზა­ი­ნე­რი, არა­მედ თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი სტი­ლით. მო­დის ინფლუ­ენ­სერ ორი შვი­ლის დე­დაა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­თვის ახერ­ხებს იყოს უნაკ­ლოდ ფი­ზი­კურ ფორ­მა­ში.

162572270-10158193031631247-7622604864527276955-n-80253-1714114289.jpg

თა­მუ­ნა წიკ­ლა­ურს მოს­კოვ­ში აქვს სა­კუ­თა­რი შო­უ­რუ­მი სა­ხე­ლად Iconique. ქალი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ინ­სტაგ­რამ­ზე და მისი ფო­ტოს მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ის ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან მე­გობ­რობს, მათ შო­რის მო­დის სამ­ყა­რო­დან.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მენ შოთა ხი­ხი­ნაშ­ვილ­ზე და წყვილს ჰყავს ორი შვი­ლი. მან იცის რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს მომ­ხიბ­ვლე­ლად რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ისე უბ­რა­ლოდ დიდი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას.

screenshot-2024-04-26-180212-1714140566.png

ქორ­წი­ლი

26 წლის თა­მუ­ნა წიკ­ლა­ურ­მა და 25 წლის შოთა ხი­ხი­ნაშ­ვილ­მა 2014 წელს მოს­კოვ­ში იქორ­წი­ნეს. პა­ტარ­ძალს ელი სა­ა­ბის კაბა ეცვა და მათი ქორ­წი­ლი რუ­სუ­ლი მე­დი­ის გვერ­დებ­ზე ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა.

ქორ­წი­ლის და­სას­რულს წყვილ­მა „ქარ­თუ­ლი“ იცეკ­ვა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი ცეკ­ვას ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ზა­დებ­დნენ ქო­რე­ოგ­რაფ სერ­გო შენ­გე­ლი­ას ქარ­თუ­ლი სკო­ლის სტუ­დი­ა­ში. ხოლო ცეკ­ვის­თვის სა­მო­სი თბი­ლის­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ას „სა­მო­სე­ლი პირ­ველს“ შე­უკ­ვე­თეს.

სკან­და­ლი შოთა ხი­ხი­ნაშ­ვი­ლის გარ­შე­მო

ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ხი­ხი­ნაშ­ვი­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის Golden Babylon-ისა და Vremena Goda-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის, თე­ი­მუ­რაზ ხი­ხი­ნაშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლია. ქარ­თულ მე­დი­ა­ში თე­ი­მუ­რაზ ხი­ხი­ნაშ­ვი­ლი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც ევ­რა­ზი­ის ებ­რა­ელ­თა კონ­გრე­სის ვიცე პრე­ზი­დენ­ტი.

2016 წელს რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოთა ხი­ხი­ნაშ­ვი­ლი აე­რო­პორ­ტში ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. ბიზ­ნეს­მენს ბრა­ლად ედე­ბო­და შე­რე­მე­ტე­ვოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში FSB-ს სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რის მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები