გაიცანით დროშიანი ბავშვები, რომელთა ფოტოები წლებია ინტერნეტს იპყრობს - "არ მე­ში­ნია! დიდი, დიდი 70 წლი­სას სამ­სა­ხუ­რი და­მა­ტო­ვე­ბი­ნონ. მშრალ ხიდ­ზე ჩემი ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კას გავ­ყი­დი. პუ­რის ფული მექ­ნე­ბა" - კვირის პალიტრა

გაიცანით დროშიანი ბავშვები, რომელთა ფოტოები წლებია ინტერნეტს იპყრობს - "არ მე­ში­ნია! დიდი, დიდი 70 წლი­სას სამ­სა­ხუ­რი და­მა­ტო­ვე­ბი­ნონ. მშრალ ხიდ­ზე ჩემი ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კას გავ­ყი­დი. პუ­რის ფული მექ­ნე­ბა"

"არ მე­ში­ნია! დიდი, დიდი 70 წლი­სას სამ­სა­ხუ­რი და­მა­ტო­ვე­ბი­ნონ. მშრალ ხიდ­ზე ჩემი ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კას გავ­ყი­დი. პუ­რის ფული მექ­ნე­ბა. ჩემ­ზე ნაკ­ლებ ხალ­ხს არ გა­უ­ყი­დია. სამ­შობ­ლო არ გა­უ­ყი­დი­ათ... ამ ტექსტს ვა­კა­კუ­ნებ იმ მა­გი­დას­თან რო­მელ­თა­ნაც ზვი­ა­დი და მე­რა­ბი ის­ხდნენ “ - ამის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­კის გვერ­დზე იმ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნის ბე­ბომ და­წე­რა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბით შე­მოხ­ვე­უ­ლე­ბი, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სპეც­რაზ­მე­ლე­ბის პი­რის­პირ იდ­გნენ. რო­გორც გა­ირ­კვა, ტყუ­პებს - ელე­ნე და დე­მეტ­რე ჯა­ჯა­ნი­ძე­ებს მე­ამ­ბო­ხე ბუ­ნე­ბა პა­პის­გან, მალ­ხაზ კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლის­გან დაჰ­ყვათ.

ვინც არ იცის შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მალ­ხაზ კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი გახ­ლდათ და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტზე ხელ­მომ­წე­რია, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რუ­სეთ­თან სო­ჭის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გად­მო­ფორ­მე­ბა დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის და­ტო­ვე­ბით გა­აპ­რო­ტეს­ტა. ბავ­შვე­ბი­სა და მათი სა­ხე­ლო­ვა­ნი პა­პის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს.

- ელე­ნე და დე­მეტ­რე პირ­ვე­ლად აქ­ცი­ა­ზე რომ მოხ­ვდნენ, მხო­ლოდ 3 წლი­სე­ბი იყ­ვნენ. ეს იყო 2019 წელს, გავ­რი­ლო­ვი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და. მთე­ლი ოჯა­ხი, სპონ­ტა­ნუ­რად გა­ვე­დით ქუ­ჩა­ში და ბავ­შვე­ბის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არა­ვინ დაგ­ვრჩა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბავ­შვე­ბი არი­ან, ხან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ად­გე­ბოდ­ნენ და ეკი­თხე­ბოდ­ნენ რა­ღა­ცებს, ხან პო­ლი­ცი­ას... ყვე­ლა ეფე­რე­ბო­და, მათ შო­რის, პო­ლი­ცი­აც. შემ­თხვე­ვით მოხ­ვდნენ ფოტო ობი­ექ­ტივ­ში და შემ­დეგ ამ ფო­ტო­ებ­მა არა­ერ­თხელ მო­ი­ა­რეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი. ახ­ლაც იყ­ვნენ აქ­ცი­ა­ზე, ჯერ ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ და მერე ისევ მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად გა­ვე­დით. კარი რომ გა­ვა­ღე დე­მეტ­რემ მა­შინ­ვე ლო­ზუნ­გით მომ­მარ­თა - არა რუ­სულ კა­ნონ­სო. სხვა­თა შო­რის, კი­დევ ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, 15 წლის ანას­ტა­სია. ისიც აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებს რუ­სულ კა­ნონს.

2019 წელი

- რო­გო­რია პე­და­გო­გის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი დღე­ვან­დელ ახალ­გაზ­რდო­ბა?

- სა­ო­ცა­რი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან მომ­წონს. სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი და კარ­გად ვიც­ნობ ახალ თა­ო­ბას. ალ­ბათ, ბევ­რს ნიშ­ნავს და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში რომ და­ი­ბად­ნენ, სულ სხვა­ნა­ი­რი ლა­ღე­ბი, კლი­შე­ე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბი, მებ­რძო­ლე­ბი არი­ან...

- სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის კვა­ლო­ბა­ზე ძა­ლი­ან თა­მამ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებთ, არ ფიქ­რობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ?

- იმ­დე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა კი მაქვს, რომ ასე ხე­ლა­ღე­ბით ვერ გა­მო­მიშ­ვან სამ­სა­ხუ­რი­დან. ჩემს უკან მოს­წავ­ლე­ე­ბი დგა­ნან. არ ვათ­ქმე­ვი­ნებ, მში­შა­რა და უდარ­დე­ლი ქა­ლი­აო. ჩემს საქ­მეს პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ, მათ ჰკი­თხეთ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი არის, რომ მალ­ხაზ კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ვარ! კა­ცის, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს. მე მინ­და ჩემ­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ, ჩემ­მა ნი­ჭი­ერ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ნა­თელ, ძლი­ერ, მდი­დარ ქვეყ­ნებ­ში ის­წავ­ლონ და ასე­თი­ვე გა­ხა­დონ სა­ქარ­თვე­ლო. უარი ამ სა­ჭოჭ­მა­ნო კა­ნონს, ძირს რუ­სე­თი თა­ვის უვარ­გის, და­უნ­დო­ბელ რუ­სებ­თან ერ­თად... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მარ­თა­ლი ვარ. ისიც ვიცი, რომ ყვე­ლა ჩემი მოს­წავ­ლე (ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე არ არ­სე­ბობს), წა­ი­კი­თხავს და იტყვის, მარ­თა­ლი ხარ. მას­წავ­ლე­ბე­ლი მარ­ტო სა­განს არ უნდა ას­წავ­ლი­დეს...

გააგრძელეთ კითხვა