კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.

„მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა სცადეს. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი და სერიოზული დაზიანებები არ არის“, - აცხადებს ვენიამინ კონდრატიევი.

სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის, რომან სინიაგოვსკის ცნობით, Slavyansk ECO-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.