"აზრზე მოდით! მეცოდებით, ვინც 1%-ით მაინც უშვებს, რომ ზურა შეიძლება რამის გამო გაიყიდოს" - ლენუკა ყიფშიძე მამის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს - კვირის პალიტრა

"აზრზე მოდით! მეცოდებით, ვინც 1%-ით მაინც უშვებს, რომ ზურა შეიძლება რამის გამო გაიყიდოს" - ლენუკა ყიფშიძე მამის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ აქ­ცი­ებ­ზე ყოფ­ნით ის ქვეყ­ნის მო­მა­ვალს იცავს, მისი ბა­ბუა, მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­და.

"ვაი მე! სადა ბა­ნა­ობ? შვი­ლო! შე ვი­რიშ­ვი­ლო, ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რა­საც ამ­ბობ? ცოტა გა­ერ­კვი­ეთ? გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი და დაც­ქვი­ტეთ ყუ­რუშ­კე­ბი!? შენ, ჩვე­ნი თა­ო­ბის, მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი!? სა­ო­ცა­რია? ასე ვინ და­გა­ბო­ლათ? ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ! სამ­წუ­ხა­როა!?” - და­უ­წე­რა შვი­ლიშ­ვილს ზურა ყიფ­ში­ძემ.

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე მა­მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე კრი­ტი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა და უც­ნო­ბი ქა­ლის მიერ და­წე­რილ კო­მენ­ტარს სა­ჯა­როდ პა­სუ­ხობს.

"რას იზამ, ნა­ტა­ლია, ბა­ბუ­ა­შენ­მა დიდი ხა­ნია თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი და ის პა­ტი­ვის­ცე­მა, რაც ხალ­ხში ჰქონ­და, ბი­ძოს ვერ­ცხლში გაც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ დო­ნე­ზე მიჰ­ყავთ ჩვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, სპორ­ტის და სხვა გა­მო­ჩე­ნი­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ვერ­ცხლზე იყი­დე­ბი­ან“ - წერს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნა­ტა­ლი­ას. გააგრძელეთ კითხვა

ზურა ყიფშიძის საჯარო კრიტიკა და შვილიშვილის პასუხი - “მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული..."

"და მართლაც, Beatles-ზე მეტად მიყვარხარ, ბა" - ცნობილი ბაბუის რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე?