450 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება, ჰოლივუდი, ქველმოქმედება და სამართლებრივი დავის გამო ჩამორთმეული ბინები - როგორ გამოიმუშავა ჯეკი ჩანმა მილიონები - კვირის პალიტრა

450 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება, ჰოლივუდი, ქველმოქმედება და სამართლებრივი დავის გამო ჩამორთმეული ბინები - როგორ გამოიმუშავა ჯეკი ჩანმა მილიონები

საბრძოლო ხელოვნების ოსტატის და ყველასთვის საყვარელი მსახიობის ჯეკი ჩანის წმინდა ქონება 450 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მისი ფინანსური წარმატების გზა გვიჩვენებს მის მტკიცე ხასიათსა და უზადო დისციპლინას, რამაც მსახიობის მსოფლიო პოპულარობაც განაპირობა.

მან თავისი წარმატებული ფილმებით, ინტელექტუალური ინვესტიციებით და ბიზნეს წამოწყებებით უზარმაზარი იმპერია შექმნა.

საინტერესოა, როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს ჯეკი ჩანი მილიონებს.

ჯეკი ჩანის სიმდიდრის მთავარი წყარო მისი სამსახიობო კარიერაა. ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა - Rush Hour-მა მსოფლიო მასშტაბით 845 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანმა ანაზღაურების სახით, Rush Hour 2-ისა და Rush Hour 3-ში, სამივე ეპიზოდში მონაწილეობისთვის ჯამში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე ჯეკი ჩანმა გამოიმუშავა 60 მილიონი დოლარი სხვადასხვა წყაროებით. 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე კი საერთო ჯამში 40 მილიონი დოლარი. მისი სხვა წარმატებული ფილმებია: The Karate Kid, The Foreigner და Kung Fu Panda სერიალი, სადაც მაიმუნის პერსონაჟი გაახმოვანა.

ჩანმა სამსახიობო კარიერის პარალელურად მრავალი საპროდიუსერო კომპანია და კინოთეატრების ხაზი ჩამოაყალიბა. ამ ბიზნეს საწარმოებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს მისი 400 მილიონი დოლარის წმინდა ქონების გაზრდაში.

მისმა პროდიუსერულმა კომპანიებმა, JCE Movies Limited და Jackie & Willie Productions, შექმნეს მრავალი წარმატებული ფილმი, მათ შორის Rob-B-Hood, რომლის შემოსავალი 20,4 მილიონ დოლარს აღემატება. ჩანმა 2010 წელს დააარსა კინოთეატრების საკუთარი ქსელი Yaolai International Cinema.

როგორც გლობალური ვარსკვლავი, ჯეკი ჩანი იყო სხვადასხვა ბრენდის სახე, რამაც მას მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. იგი თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Mitsubishi, Canon და Pepsi. ის ასევე იყო V8 Supercars Australia-სა და Hanes-ის წარმომადგენელი.

გააგრძელეთ კითხვა