"20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს" - რას აცხადებს დავით თარხან-მოურავი? - კვირის პალიტრა

"20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს" - რას აცხადებს დავით თარხან-მოურავი?

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დე­რი დავით თარხან-მოურავი ქვეყანაში მიმდინარე აქციებსა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა:

"ამ კანონის მიზნობრიობა გაუგებარია, რადგან, რეალურად, დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ორგანიზაციის გაკონტროლების საშალებას.თუ რაიმე გაკლია, თუ გინდა, რომ დეკლარაცია იყოს უფრო დეტალური, ამისთვის საკმარისია, რომ დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია იყოს უფრო დახვეწილი. ამასაც არ აკეთებენ. ანუ ახალი კანონი რა საჭიროა, არავის არ ესმის.

[...] 20 000 ახალგაზრდა მომხრე "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს. ეს ხალხი სულ არ არის ნაცმოძრაობის მომხრე, ეს არის ახალგაზრდა ხალხი, იქ შეიძლება, 1000 და 2000 კაცი არის ნაცმოძრაობის ომხრე, დანარჩენები არ არიან.

ამათ მართლა არ უნდათ, დაარწმუნეს ისინი, რომ ეს კანონი არის რუსული. ჩემი აზრით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო. ესენი ითხოვენ, რომ არ გვინდა კანონი და რა არის ასეთი ძნელი 20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს. რა საჭიროა, რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს" - აღნიშნავს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი. იხილეთ ვიდეო