"9 თვის ორსული ქალი ქმარმა სასიკვდილოდ სცემა" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი? - კვირის პალიტრა

"9 თვის ორსული ქალი ქმარმა სასიკვდილოდ სცემა" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი სოცილური ქსელის პირად გვერდზეპოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში 9 თვის ორსული ქალი მიიყვანეს, რომელმაც იმშობიარა. როგორც პოსტში ვკითხულობთ, ქალი ქმარმა სცემა:

"საშინელება... კლინიკაში ქალმა იმშობიარა და ისეთი ნაცემია, თვალებში ვერ იყურება. აი თავპირი აქვს გაერთიანებული მართლა.

9 თვის ორსული ქალი ქმარმა მართლა სასიკვდილოდ სცემა და სასწრაფომ მოიყვანა აქ. რა სჭირს სახეზე არ იცით, ფოტოს ვერ დავდებ უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ქალი საშინელ სტრესშია, ჩვენ კი გვითხრა ქმარმა მცემაო, სხვებთან ტირის და ამბობს არავის არ ვუცემივარ, წავიქეციო.ეს რა თქმა უნდა პირველი შემთხვევა არ არის და ადრეც ბევრჯერ უცემია.

ეს ქალი რომ სახლში დავაბრუნოთ, აუცილებლად მოკლავენ! ზუსტად მაგისი ეშინია.

ქალს სჭირდება სახელმწიფოს და ადამიანების სრული თანადგომა, რომ უარესი შედეგი არ დადგეს. გამივრცელეთ ეს ამბავი, რომ საჭირო ადამიანებმა შეისწავლონ საქმე. დანარჩენს ყველაფერს ვეცდებით". - წერს აკა სინჯიკაშვილი.