პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა - კვირის პალიტრა

პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია „კი ევროპას, არა „რუსულ კანონს“ მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმი მობილიზდა. ტერიტორიაზე შეიყვანეს წყლის ჭავლის მანქნაც.

სპეცრაზმი პარლამენტის ყველა შესასვლელთანაა განლაგებული.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეების მოთხოვნამ გამოიწვია.

ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან პარლამენტის ეზოშიც.