(VIDEO) "ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!" - "ჩუმად ვიჯდები" - ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა - კვირის პალიტრა

(VIDEO) "ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!" - "ჩუმად ვიჯდები" - ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა.

გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „რუსული კანონი“ უწოდა. ანრი ოხანაშვილმა მას დარბაზი მისი ნებართვის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

„ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი! არა ერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაგაფრთხილეთ რამდენჯერმე, გთხოვთ, გაბრძანდით! გთხოვთ, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!“ - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა: „ჩუმად ვიჯდები“.

„არა, არა პროცედურას ნუ არღვევთ-მეთქი არაერთგზის გთხოვეთ. ყველაფერს აქვს თავისი წესი. დატოვეთ დარბაზი!“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"