"ქუ­ჩა­ში ვიდ­გე­ბით მა­ნამ, ვიდ­რე ჩვენი მო­თხოვ­ნე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა. ეს თუ მი­ი­ღეს, ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა იკე­ტე­ბა" - კვირის პალიტრა

"ქუ­ჩა­ში ვიდ­გე­ბით მა­ნამ, ვიდ­რე ჩვენი მო­თხოვ­ნე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა. ეს თუ მი­ი­ღეს, ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა იკე­ტე­ბა"

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე პარ­ლა­მენ­ტთან მსა­ხი­ო­ბმა ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძემ აღნიშნა, რომ დღესდღეობით ამ პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყვე­ლას ვა­ლია.

"ეს ყვე­ლა იმ ქარ­თვე­ლის ვა­ლია, ვი­საც გვინ­და და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, გვინ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ გან­ვი­თა­რე­ბულ, თა­ვი­სუ­ფალ და ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვენ ხმა იმი­ტომ არ ეს­მით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­დის სხვა ქვეყ­ნი­დან და ეს ქვე­ყა­ნა არის რუ­სე­თი, რაც უკვე ნათ­ლად ჩანს. ქუ­ჩა­ში ვიდ­გე­ბით მა­ნამ, ვიდ­რე ჩვენ მო­თხოვ­ნე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა. ეს თუ მი­ი­ღეს, ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა იკე­ტე­ბა და ჩვე­ნი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბა დგე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. აქ ვიდ­გე­ბი მა­ნამ, სა­ნამ შე­მეძ­ლე­ბა“.