კომიტეტის სხდომიდან ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს - კვირის პალიტრა

კომიტეტის სხდომიდან ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს

პარლამენტის იურისიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი გააძევა.

იქამდე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი.

„ამ წამოძახილებს დაანებეთ თავი, საბავშვო ბაღში თქვენ მიგაჩნიათ თავი და ეგ არის ცუდი, ვერ აღიქვამთ სად ხართ! ეს არის სამწუხარო. წამოძახილებს თავი დაანებეთ, მიკროფონის გარეშე საუბარს თავი დაანებეთ. დატოვეთ დარბაზი! დარბაზი დატოვეთ, ბატონო ლევან!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"