„რა ამბავში ხართ? ანრი გეშინია ? ეს არ გინდა, რომ ხალხმა გაიგოს?!" - მინუს ერთი ოპოზიციონერი:დარბაზიდან სალომე სამადაშვილიც გააძევეს - კვირის პალიტრა

„რა ამბავში ხართ? ანრი გეშინია ? ეს არ გინდა, რომ ხალხმა გაიგოს?!" - მინუს ერთი ოპოზიციონერი:დარბაზიდან სალომე სამადაშვილიც გააძევეს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

„დატოვეთ დარბაზი. მანდატურს ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, დატოვეთ დარბაზი!“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა.

იქამდე სალომე სამადაშვილმა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს კითხვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

„პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დაკარგონ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან“, - განაცხადა სამადაშვილმა, რა დროსაც მას სიტყვა გააწყვეტინა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ დეპუტატს სიტყვის უფლება ჩამოართვა, რადგან, ოხანაშვილის განმარტებით, ის სვამდა საკითხს, რომელიც არ შეეხებოდა პირველ მუხლს.

„რა ამბავში ხართ? ანრი გეშინია ? ეს არ გინდა, რომ ხალხმა გაიგოს?! გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას!“- მიმართა მას სალომე სამადაშვილმა, რასაც მისი გაძევება მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"