მერვე ხაბეიშვილს "მოუწია" - "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე კომიტეტის სხდომიდან გააძევეს - კვირის პალიტრა

მერვე ხაბეიშვილს "მოუწია" - "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე კომიტეტის სხდომიდან გააძევეს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან მას შემდეგ გააგრძელა, რაც დეპუტატმა გამორთული მიკროფონის მიუხედავად საუბარი განაგრძო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ეს რეგლამენტის დარღვევაა.

იქამდე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი.

აღსანიშნავია, რომ ლევან ხაბეიშვილი მე-8 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე.

"ინტერპრესნიუსი"