15 გაძევებული დეპუტატი - პაატა მანჯგალაძე პროტესტს აცხადებს, თინა ბოკუჩავამ კი უმრავლესობას უცოდინარი უწოდა - კვირის პალიტრა

15 გაძევებული დეპუტატი - პაატა მანჯგალაძე პროტესტს აცხადებს, თინა ბოკუჩავამ კი უმრავლესობას უცოდინარი უწოდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს უცოდინრები უწოდა.

„შეურაცხყოფას ნუ აგრძელებთ დეპუტატების, დატოვეთ სხდომათა დარბაზი“,- მოუწოდა ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას, თეონა აქუბარდია კი, რომელიც ბოკუჩავასთან ერთად იყო პოლემიკაში ჩართული, გააფრთხილა, რომ რეგლამენტის დარღვევის გამო გააძევებდა.

საბოლოოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიაც გააძევა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

იქამდე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გიორგი დავითურიც გააძევა.

"ინტერპრესნიუსი"