"ა, ძმაო, ოპოზიცია მოვიდა" - იაგო ხვიჩიას ფოტო "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქციიდან: რას ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი? - კვირის პალიტრა

"ა, ძმაო, ოპოზიცია მოვიდა" - იაგო ხვიჩიას ფოტო "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქციიდან: რას ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი?

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ორ­გა­ნი­ზე­ბულ "სა­ყო­ველ­თაო სა­ხალ­ხო შეკ­რე­ბა­ზე“ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მათ შეკ­რე­ბა 18:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე გია ყრუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კოს იაგო ხვი­ჩი­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ავ­რცე­ლებს და წერს:

"ა, ძმაო ოპო­ზი­ცია მო­ვი­და. ეს კა­ციც რუ­სე­თუ­მეა...“

რო­გორ მოხ­ვდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ცი­ა­ზე დე­პუ­ტა­ტი, ambebi.ge პო­ლი­ტი­კოსს და­უ­კავ­შირ­და

- იაგო, ცოტა ხნის წინ, თქვე­ნი ფოტო გავ­რცელ­და აქ­ცი­ი­დან, ახ­ლაც იქ ხართ?

- ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, ერთი სა­ა­თი ვი­დე­ქი და შემ­დეგ ამო­ვე­დი ოფის­ში.

- რა­ტომ ჩახ­ვე­დით აქ­ცი­ა­ზე?

- პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვარ და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რაც არ უნდა იყოს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ ჩახ­ვი­დე და არ და­გა­ინ­ტე­რე­სოს რა უნდა ამ ხალ­ხს, რა აწუ­ხებთ, არ და­ე­ლა­პა­რა­კო, რომ მათი მხრი­დან შე­ხე­დო ამ ყვე­ლა­ფერს და მარ­ტო ერთი მხრი­დან არ უყუ­რო.

მე ზო­გა­დად ძა­ლი­ან ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი ვარ ჩემი ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ყოფ­ნით. ბევრ ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რე და ჩემი წარ­მოდ­გე­ნა შე­ვიქ­მე­ნი. გააგრძელეთ კითხვა