"გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და  2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი" - კვირის პალიტრა

"გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და  2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი"

გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია.

„ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. ქართველ გულშემატკივარს აუხდა 30-წლიანი ოცნება და საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მჯერა, რომ ეს უდიდესი წარმატება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ოცნებების ახდენის გზაზე.

თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კიდევ ერთხელ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ მხნეობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, სუვერენულ და ერთიან საქართველოს!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.