უმძიმეს საქმეზე განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე? - კვირის პალიტრა

უმძიმეს საქმეზე განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე?

14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი დედა, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა და ბიძა ნა­ტიკ მა­გა­რა­მო­ვი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მაია შო­ში­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვას 3 წლის ვა­დით, ნა­ტიკ მა­გა­რა­მოვს კი 3,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას დე­დაც და ბი­ძაც რო­გორც ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი.

13 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის­თვის დე­და­სა და ბი­ძას 3-3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის კი, ნა­ტიკ მა­გა­რა­მოვს 3,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ეგა­ნა მა­გა­რა­მოვს კი 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. დიდ­მა სას­ჯელ­მა მცი­რე სას­ჯე­ლი შთან­თქა და სა­ბო­ლო­ოდ ბი­ძას, 3 წლი­თა და 6 თვის ვა­დით, დე­დას კი 3 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

მაია შო­ში­აშ­ვილ­მა დღეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ბო­ლოო სი­ტყვებ­საც მო­უს­მი­ნა.

ნა­ტიკ მა­გა­რა­მოვ­მა სა­ბო­ლოო სი­ტყვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

"რა და­ვა­შა­ვე, რაზე უნდა ვიგ­რძნო თავი, რომ დამ­ნა­შა­ვე ვარ",- გა­ნა­ცხა­და მა­გა­რა­მოვ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას დე­დას, მან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და, რომ ის ამ საქ­მე­ში უდა­ნა­შა­უ­ლო, უფრო მე­ტიც, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია.

"ამ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ, რო­მელ დე­დას ენ­დო­მე­ბო­და შვი­ლი ასე გა­მოსცლო­და? ამ საქ­მე­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ, 7 თვეა, რაც უდა­ნა­შა­უ­ლოდ ვზი­ვარ, ჩემი შვი­ლი სა­დაა დაკ­რძა­ლუ­ლი, ესეც არ ვიცი, მის საფ­ლავ­ზეც არ მივ­სულ­ვარ. ბავ­შვი ჩემი გაზ­რდი­ლი იყო, რა სიმ­წრით გავ­ზარ­დე შვი­ლე­ბი, ეს ვინ იცის, ჩემი შვი­ლე­ბის გამო სიკ­ვდილ­ზეც წამ­სვლე­ლი ვი­ყა­ვი. ჩემ­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა", - გა­ნა­ცხა­და მა­გა­რა­მო­ვამ.

პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და.

საქ­მის პრო­კუ­რო­რი, ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რო­გორც პირ­და­პი­რი, ასე­ვე, ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან 13 წლის ბავ­შვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს - ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რე­ბენ.

აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას დე­დი­სა და ბი­ძის ად­ვო­კა­ტე­ბი ბრალ­დე­ბის მხა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბოდ­ნენ.

ცნო­ბის­თვის, მოკ­ლუ­ლი აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას დედა და ბიძა, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ყე­ნე­ბულ ბრალს ამ დრომ­დე არ აღი­ა­რე­ბენ. მათი გან­მარ­ტე­ბით, გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, ყო­ველ­გვა­რი იძუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­თხოვ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას მკვლე­ლო­ბას, აღ­ნიშ­ნულ­ზე ალიმ სა­დი­კო­ვი და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­გა­რე­ჯოს სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა 6 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს. მოკ­ლუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან იყო.

"ინტერპრესნიუსი"