პარლამენტის მიმდებარედ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა - კვირის პალიტრა

პარლამენტის მიმდებარედ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა.

სამართალდამცველებმა მოქალაქეები პარლამენტის გვერდითა შესასვლელს ძალის გამოყენებით განარიდეს.

ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.

"ინტერპრესნიუსი"