"დავიწყეთ ამ "რუსული კანონის" შესწავლა - ქართული ვერსიის 7 და რუსულის 97 გვერდი გადავიკითხეთ" - ვინ არის ლუკა ნაცვლიშვილი? - კვირის პალიტრა

"დავიწყეთ ამ "რუსული კანონის" შესწავლა - ქართული ვერსიის 7 და რუსულის 97 გვერდი გადავიკითხეთ" - ვინ არის ლუკა ნაცვლიშვილი?

გე­მახ­სოვ­რე­ბათ, 2 წლის წინ ბა­თუ­მის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოს­წავ­ლემ რუ­სე­თის და დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის, რო­გორც "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს“, დრო­შე­ბი რომ ჩა­მო­ხია. დრო­შე­ბი სკო­ლის სტენ­დზე, სხვა ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნულ სიმ­ბო­ლო­ებ­თან ერ­თად იყო გაკ­რუ­ლი, რის შემ­დე­გაც სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მოს­წავ­ლეს "სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის“ საყ­ვე­დუ­რი გა­მო­უ­ცხა­და". რო­გორც გა­ირ­კვა, მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში დრო­შე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტა, მე-11 კლა­სე­ლი ლუკა ნაც­ვლიშ­ვი­ლი იყო.

"იმ დღი­დან 180 გრა­დუ­სით შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა, დღის წეს­რი­გი, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა... პირ­ველ რიგ­ში, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი. მა­ნამ­დეც იყო ჩემ­ში ეროვ­ნუ­ლი, პატ­რი­ო­ტუ­ლი მუხ­ტი და ჩემს მე­გო­ბარ ზვი­ად ცე­ცხლა­ძეს­თან ერ­თად პა­ტარ-პა­ტა­რა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, ბა­თუმ­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებს ვა­ტა­რებ­დით, თუმ­ცა არ ვე­ლო­დი, რომ დრო­შის ამ­ბა­ვი ასე გახ­მა­ურ­დე­ბო­და და ხალ­ხი ასე გა­მიც­ნობ­და, ეს ჩემ­თვის უჩ­ვე­უ­ლო და ძა­ლი­ან და­მაბ­ნე­ვე­ლიც იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ავი­ტა­ცე ეს ტემ­პი, ჩემი თავი გან­ვა­ვი­თა­რე, კი­დევ უფრო გა­ვი­ზარ­დე“, - მე­უბ­ნე­ბა ლუკა, რო­მე­ლიც დღეს ახალ­გაზ­რდუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ფი­ო­ნის“ ერთ-ერთი ლი­დე­რია და ორ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე "რუ­სულ კა­ნონს“ აპ­რო­ტეს­ტებს და მის თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის.

ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე ლუ­კამ მე­რაბ კოს­ტა­ვას ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მისი თქმით, ეს მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზაა: "და­ი­მახ­სოვ­რეთ, თქვენ მო­ეს­წრე­ბით იმ დროს, როცა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­დე­ბა! მაგ­რამ იცო­დეთ, თუ მა­ში­ნაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­წყვეტთ ბრძო­ლას, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავთ თქვენც და ქვე­ყა­ნაც". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს ფრა­ზა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე გა­ი­მე­ო­რა, ოღონდ გა­უ­გე­ბა­რია ის ში­ნა­არ­სი, რა­საც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ში დებს. აი, ლუ­კას და მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის გულ­წრფე­ლო­ბა, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ბრძო­ლის ჟინი ნამ­დვი­ლად სა­ი­მე­დოა. ეს ის თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც მალე გა­და­ი­ბა­რებს ამ ქვეყ­ნის მარ­თვას და აშ­კა­რად ჩანს, რომ მათ უკვე ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვენ­დოთ... იხილეთ სრულად