"სალომე ზურაბიშვილის იმედი გვაქვს" - 14 წლის აითაჯის დედა, რომელსაც ცოტა ხნის წინ პატიმრობა მიესაჯა, პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილის იმედი გვაქვს" - 14 წლის აითაჯის დედა, რომელსაც ცოტა ხნის წინ პატიმრობა მიესაჯა, პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი დედა, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა და მისი ად­ვო­კა­ტი, ალი ბა­დი­რო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლომ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"დღეს მო­სა­მარ­თლე მაია შო­ში­აშ­ვილ­მა თა­ვის მან­ტი­ას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, სა­სა­მარ­თლო ინ­სტი­ტუტს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­და­არ­ჩი­ნა, უმ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბოდ დარ­ჩე­ნი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა და უდა­ნა­შა­უ­ლო ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა ორი­ვე ბრალ­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. გან­მარ­ტე­ბი­სა­საც კი ვერც ერთი მოწ­მე ვერ და­ა­სა­ხე­ლა, თუ ვინ იყო ის მოწ­მე, ვის ჩვე­ნე­ბა­საც ის და­ეყ­რდნო. სწო­რედ ამი­ტომ, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი ასე­თი უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი გვრჩე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აკ­ვირ­დე­ბა ხოლ­მე, იმე­დი გვაქვს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ამ საქ­მეს და­აკ­ვირ­დე­ბა, გა­ეც­ნო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში იმე­დი არ გვაქვს, რომ მე­ო­რე ინ­სტან­ცია ამ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეც­ვლის, ამი­ტომ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმე­დი გვაქვს",- გა­ნა­ცხა­და ბა­დი­როვ­მა.

ცნო­ბის­თვის, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი დედა, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა და ბიძა ნა­ტიკ მა­გა­რა­მო­ვი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მაია შო­ში­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვას 3 წლის ვა­დით, ნა­ტიკ მა­გა­რა­მოვს კი 3,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

"ინტერპრესნიუსი"