“ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას. რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო" - რას წერს გიორგი გახარია? - კვირის პალიტრა

“ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას. რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო" - რას წერს გიორგი გახარია?

აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა , - წერს “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ წსელ X-ზე.

გახარიას თქმით, “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო.

“ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას - აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში”, - წერს გახარია.