ლევან ხაბეიშვილს ვერ პოულობენ - რა ინფორმაციას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა"? - კვირის პალიტრა

ლევან ხაბეიშვილს ვერ პოულობენ - რა ინფორმაციას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა"?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს ვერ პოულობენ. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, ლევან ხაბეიშვილს სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"არსებული ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაიტაცეს, გაურკვევლი მიმართულებით წაიყვანეს“, - აცხადებენ პარტიაში.

„ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მომხდარს არკვევენ.

"ინტერპრესნიუსი"