ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი - კვირის პალიტრა

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.

xabeishviliiisfoto-1714513946.png

"ნაციონალური მოძრაობა" ხაბეიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, ხაბეიშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

"ინტერპრესნიუსი"