"ბატონო ბიძინა, შემომხედეთ! თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რა უშავს, კლინიკიდან უფრო სიმპათიური გამოვალ" - კვირის პალიტრა

"ბატონო ბიძინა, შემომხედეთ! თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რა უშავს, კლინიკიდან უფრო სიმპათიური გამოვალ"

თვალის ტკივილიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, - ამის შესახებ განცხადებას ვიდეომიმართვის სახით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს, რომელიც დაზიანებების მიღების შემდეგ ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ხაბეიშვილის თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

"არაფერი არ მტკივა - თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს!

ბატონო ბიძინა, შემომხედეთ. თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. არა უშავს. უფრო სიმპათიური გამოვალ აქედან“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოხდა მიზანმიმართულად.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

"ინტერპრესნიუსი"