"ხაბეიშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, რაც ლევანმა არ გააკეთა, ეს რა ენერგიაზე ყოფილაო და ძირს დააგდეს" - კვირის პალიტრა

"ხაბეიშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, რაც ლევანმა არ გააკეთა, ეს რა ენერგიაზე ყოფილაო და ძირს დააგდეს"

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ გოგა მე­მა­ნიშ­ვი­ლი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, მის ცე­მას პი­რა­დად ეს­წრე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა.

მი­სი­ვე თქმით, ზუს­ტად არ იცი­ან თუ ვინ მი­იყ­ვა­ნა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში ნა­ცემ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მა­ინც ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლა­დაა.

"ვნა­ხე ლე­ვა­ნი, ძა­ლი­ან მხნედ არის, ბრძო­ლის ხა­სი­ათ­ზეა. მისი უნა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­რა­ნა­ი­რი თავ­დას­ხმა მას ვერ გა­ა­ჩე­რებს. მეც ვთხო­ვე, რომ ამა­ღამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რაც მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. არა მხო­ლოდ ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი, არა­მედ თვალ­ზე და მთელ ტან­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. მი­უ­ხე­და­ვად მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლია.

ნიღ­ბი­ან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ათ­რი­ეს, სცე­მეს. ასე­ვე, ლე­ვან­მა მი­თხრა, რომ გოგა მე­მა­ნიშ­ვი­ლი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ამ ყვე­ლა­ფერს ეს­წრე­ბო­და. და­ნარ­ჩე­ნი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი სპეც­რაზ­მის ნიღ­ბი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთხელ სცე­მეს, შემ­დეგ ბო­დი­შის მოხ­და სთხო­ვეს, რაც ლე­ვან­მა, რა თქმა უნდა, არ გა­ა­კე­თა. ეს რა ენერ­გი­ა­ზე ყო­ფი­ლაო და ძირს და­აგ­დეს. რა­ღაც მო­მენ­ტში ხა­ბე­იშ­ვილ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა. უკვე ნა­ცე­მი მო­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. კონ­კრე­ტუ­ლად ვინ მი­იყ­ვა­ნა ის კლი­ნი­კა­ში, ამის შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, რომ­ლის თქმი­თაც, ხა­ბე­იშ­ვი­ლის ცე­მას ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­დნენ.

ambebi.ge