"ჰოდა, ჩემო ბიძინა... Пора собирать манатки" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ჰოდა, ჩემო ბიძინა... Пора собирать манатки" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საერთო სახალხო შეკრების" შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"კადაფის ბოლო გამოსვლები გამახსენა. მმართველობის მიწურულს ისიც გაიძახოდა, რომ მთელი მსოფლიო მას ეომებოდა, მაგრამ გამარჯვებას აპირებდა. ჰოდა, ჩემო ბიძინა, მსოფლიოსთან ომში ჯერ არავის გაუმარჯვია და მაგ საქმეს მარტო პუტინი არ შველის.

მით უმეტეს, რომ მსოფლიოს თან ერთვის ქართველი ხალხის აქტიური წინააღმდეგობაც. შენთვის გასაგებ ენაზე გეტყვი: "Пора собирать манатки", განსაკუთრებით, გუშინდელის შემდეგ".