"თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან" - თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს - კვირის პალიტრა

"თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან" - თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს

თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს. თეონა აქუბარდიამ ანრი ოხანაშვილს „კაცურად მოქცევისკენ“ მოუწოდა.

„ბატონო ანრი, ძალიან რთულია ჩემთვის ემოციურად, დარბაზში რომ შემოვდიოდი, თქვენი დედის გინება უკან მომყვა თქვენგან, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვაგრძელებ კანონზე საუბარს და კაცურად მოიქეცით თუ შეიძლება. სხვებსაც აქვთ მოსმენილი და ძალიან კარგად იცით, თუ გინდათ ფაქტებს დაგიდებთ. თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან. რამე რომ იყოს, ისე რომ იცოდეთ“,-მიმართა აქუბარდიამ ოხანაშვილს.

"ინტერპრესნიუსი"