"ელჭექი, სეტყვა, წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება" - გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ახალ პროგნოზს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი შეიცვლება.
"2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს"