"ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ 10 წლის თავ­ზე, ქარ­თველი ჰომო სო­ვე­ტი­კუ­სები და მათი ბე­ლადი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­უ­ჩო­ქებ­დნენ ისევ კრემლს იმის იმე­დით, რომ ნა­წყე­ნი მამა უძღებ შვილს "სახ­ლში", მო­ნის სტა­ტუს­ზე და­აბ­რუ­ნებ­და!" - კვირის პალიტრა

"ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ 10 წლის თავ­ზე, ქარ­თველი ჰომო სო­ვე­ტი­კუ­სები და მათი ბე­ლადი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­უ­ჩო­ქებ­დნენ ისევ კრემლს იმის იმე­დით, რომ ნა­წყე­ნი მამა უძღებ შვილს "სახ­ლში", მო­ნის სტა­ტუს­ზე და­აბ­რუ­ნებ­და!"

მწე­რა­ლი ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა წუ­ხელ, რუს­თა­ველ­ზე, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ის იხ­სე­ნებს, რას გა­ნიც­დი­და, რო­დე­საც წერ­და მის ცნო­ბილ რო­მანს, "მერ­ვე სი­ცო­ცხლე (ბრილ­კას)“.

"წი­ნას­წარ: მო­მი­ტე­ვეთ პა­თო­სი, მაგ­რამ არ გა­მო­დის ამ ვი­თა­რე­ბა­ში სხვაგ­ვა­რად…

10 წლის წინ გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­ვი­და ჩემი რო­მა­ნი „მერ­ვე სი­ცო­ცხლე (ბრილ­კას­თვის)“, ამ წიგ­ნის­თვის 4 წლის მან­ძილ­ზე მო­ვი­ა­რე რუ­სე­თი, ჩვე­ნი წარ­სუ­ლის უდი­დე­სი და ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი თა­ვე­ბი ხომ, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე მოს­კოვ­ში ინა­ხე­ბა…

იყო დღე­ე­ბი, რო­დე­საც გული მე­რე­ო­და, იყო დღე­ე­ბი, რო­დე­საც ვერ ვხე­დავ­დი წიგ­ნის წე­რის გაგ­რძე­ლე­ბის აზრს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც ვა­წყდე­ბო­დი სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ში… სრუ­ლი ნი­ჰი­ლიზ­მი მი­პყრობ­და საბ­ჭო­თა სის­ტე­მის სი­სას­ტი­კის, და­უნ­დობ­ლო­ბის, სრუ­ლი მა­რაზ­მის ფონ­ზე, მერე მა­ინც რა­ღაც­ნა­ი­რად ვაგ­რძე­ლებ­დი… და გა­ვე­დი ფი­ნალ­ში.

წიგ­ნი თბი­ლის­ში, მო­რიგ დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე მთავ­რდე­ბა, აწ უკვე 21 სა­უ­კუ­ნე­ში. იქ 14 წლის გოგო დგას, რო­მელ­თა წი­ნაპ­რებ­მაც მთე­ლი ის ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რეს იმის იმე­დით, რომ მათი შთა­მო­მა­ვა­ლი მა­ინც შეძ­ლებ­და და სხვა­ნა­ირ, ახ­ლე­ბურ ის­ტო­რი­ას და­წერ­და… თა­ვად შე­ავ­სებ­და ცა­რი­ელ ფურ­ცელს და არც პარ­ტია, არც ცკ, არც კრემ­ლი, არც მო­რი­გი გან­დი­დე­ბის და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მა­ნი­ით შე­პყრო­ბი­ლი დეს­პო­ტი არ და­უ­წერ­და მას სა­კუ­თარ ბი­ოგ­რა­ფი­ას!

ეს წიგ­ნი, ამ ბოლო 10 წე­ლი­წად­ში, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევრ ენა­ზე ითარ­გმნა, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა წა­ი­კი­თხა. ბევრ მკი­თხველს შევ­ხვდი და ყვე­ლა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა იმე­ო­რებ­და: რო­გორ არ ვი­ცო­დით რამ­ხე­ლა ბო­რო­ტე­ბა­ში გი­წევ­დათ ცხოვ­რე­ბა, რო­გო­რი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მო­ი­ა­რეთ… და ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა დღემ­დე: „რო­გორ გგო­ნი­ათ, ბრილ­კა შეძ­ლებს ამ ყვე­ლა­ფერს თავი და­აღ­წი­ოს? და­წერს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას?” ჩემი პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტუ­რი იყო: „აუ­ცი­ლებ­ლად!”

როცა ამ წიგნს ვწერ­დი, ვე­რაფ­რით ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ 10 წლის თავ­ზე ისეთ რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი, რო­მელ­შიც ქარ­თველ ჰომო სო­ვე­ტი­კუ­სებს და მათ ბე­ლადს ეპყრო­ბო­დათ ქვეყ­ნის სა­და­ვე­ე­ბი ხელთ და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­უ­ჩო­ქებ­დნენ ისევ კრემლს იმის იმე­დით, რომ ნა­წყე­ნი მამა უძღებ შვილს „სახ­ლში,” მო­ნის სტა­ტუს­ზე და­აბ­რუ­ნებ­და!

და ამი­ტომ: ყვე­ლას მად­ლო­ბა, ვინც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვით! მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ახლა ქუ­ჩა­ში ხართ!

ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, გა­ვა­ბა­თი­ლოთ უკა­ნას­კნე­ლი 35 წელი, მე­ო­რედ გავ­წი­როთ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შე­ე­წი­რა! ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, წარ­სულ­ში და­ვაბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი და ჩვენს შვი­ლებს ისევ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ვახ­ვედ­როთ! ისევ ში­ში­სა და წნე­ხის, სრუ­ლი უნ­დობ­ლო­ბის, შან­ტა­ჟის, ძა­ლა­დო­ბის, სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის აკ­რძალ­ვის, „სა­ზე­პი­რო­ე­ბი­სა“ და პი­ო­ნერ­თა ბა­ნა­კე­ბის­გან შე­თი­თხნი­ლი წარ­სუ­ლი: რო­მელ­საც მერე მო­მავ­ლად გა­ვა­სა­ღებთ!

ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ახლა ქუ­ჩა­შია, ის ახალ­გაზ­რდაა, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის – სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­წე­რას!

მე მჯე­რა, რომ ჩვენ ამას შევ­ძლებთ!“ – წერს ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

წყარო