პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა - კვირის პალიტრა

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები და ხმაური მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: „მონებო რუსებო“.

ამ დროისთვის შეხლა-შემოხლის ფონზე ხალხის ნაკადი პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიიდან ჭიჭინაძის ქუჩისკენ მიემართება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიას მოქალაქეებს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ატოვებინებენ.

"ინტერპრესნიუსი"