“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთველის გამზირი გადაკეტეს - კვირის პალიტრა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. შეკრებილებმა რუსთველის გამზირი გადაკეტეს.

საკანონმდებლო შენობის წინა და უკანა მხარეს მოქალაქეები 17:00 საათიდან იკრიბებიან.

პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

დღევანდელ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია.

"ინტერპრესნიუსი"