როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს? - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს?

30 აპ­რილს, პარ­ლა­მენ­ტთან, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან „რა­ტომ, რა­ტომ?“ - წერს მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში გუ­შინ, დარ­ბე­ვის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს.

"ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია“ - გუ­შინ აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარს აპ­რო­ტეს­ტებს მო­დე­ლი ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­აც.

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, ინ­სტაგ­რამ­ზე შვი­ლე­ბის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ სურს, მის­მა შვი­ლებ­მა ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იღ­ვი­ძონ.

- მინ­და ჩემ­მა შვი­ლებ­მა მშვიდ, ბედ­ნი­ერ და ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იღ­ვი­ძონ, სა­დაც ორად გახ­ლე­ჩი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იქ­ნე­ბა, სა­დაც ხელს არა­ვინ არა­ვის და­არ­ტყამს, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო ერ­თმა­ნეთს არ და­ა­ბუ­ლინ­გებს ხალ­ხი! აზრი, არსი და ფაქ­ტი კი ერ­თია - #სა­ქარ­თვე­ლო­ევ­რო­პაა #რუ­სე­თი­ო­კუ­პან­ტია

აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარ დარ­ბე­ვას კი­დევ ერთი მო­დე­ლი თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა. "ეს რას ნიშ­ნავს?" - წერს ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ცე­მის კად­რებს აქ­ვეყ­ნებს.

"ღმერ­თო, და­ი­ფა­რე ჩვე­ნი ერთი ბეწო ერი“ - აქ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გუ­ლუ­აც.იხილეთ სრულად