"არა ყველაფერს, რაც რუსეთს უნდა. ამ ბავშვებისაა ქვეყანა და ჩვენიც" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე? - კვირის პალიტრა

"არა ყველაფერს, რაც რუსეთს უნდა. ამ ბავშვებისაა ქვეყანა და ჩვენიც" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, რომელიც "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"არა რუსეთს!!!! განა მხოლოდ ამ ერთ ძუნძგლიან კანონს, რომელსაც გადაგვაყოლეთ, მოგვიწამლეთ აღდგომის სამზადისიც, ჩემპიონატის ბედნიერი მოლოდინიც, ერთმანეთის სიყვარულის უძვირფასესი დრო წაგვართვით, არამედ არა რუსეთს! არა ყველაფერ რუსულს მაიონეზ "სლობოდიანად". აი, ტანკებს გორის ტრასაზე და მაიონეზ "სლობოდას" რომ დახლებზე აღარ დავინახავ, მაშინ ვიზეიმებ საბოლოო განდევნას ამ ბოროტების, რასაც რუსეთი ჰქვია. მანამდე წერტილოვნად, რასაც მოვერევით, არა ყველაფერს, რაც რუსეთს უნდა. ამ ბავშვებისაა ქვეყანა და ჩვენიც, ვისაც არ გვინდა ამ მიწიდან გადახვეწა და ვინც არ ვარბენინებთ ჩვენიანების სისხლით მორწყულ მიწაზე მათ, ვინც საუკუნეებია გვართმევს ყველაფერს ქართულს, რაც გაგვაჩნია", - წერს ფანჯიკიძე.