"ან გავხდებით ლუკაშენკოს ბელორუსია ან დემოკრატიული ევროპული მომავლის მქონე განვითარებული სახელმწიფო!" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ან გავხდებით ლუკაშენკოს ბელორუსია ან დემოკრატიული ევროპული მომავლის მქონე განვითარებული სახელმწიფო!" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში?

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ასეთი ეგზისტენციალური პროცესი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მახსენდება…ან გავხდებით ლუკაშენკოს ბელორუსია ან დემოკრატიული ევროპული მომავლის მქონე განვითარებული სახელმწიფო! მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მადლიერი ვიქნები ყველა იმ ადამიანის, ვინც ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე დგას რუსთაველზე და იცავს ჩემ ქვეყანას, ჩვენს უძვირფასეს სამშობლოს", - წერს რაჭველი.