პარლამენტის ეზოდან 9 აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს - კვირის პალიტრა

პარლამენტის ეზოდან 9 აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს

პარლამენტის შიდა ეზოდან 9 აპრილის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების მისამართით წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ჭიშკარზე აბრახუნებდნენ და სწორედ ამის შემდეგ გამოიყენეს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი.

აქციაზე ისმის შეძახილები: “არა რუსეთს”; “რუსებო”; “მონებო”.

პროტესტის მონაწილეებს გახსნილი აქვთ საქართველოს დროშა.

მიუხედავად წყლის ჭავლის გამოყენებისა, შეკრებილები დაშლას არ აპირებენ. პარალელურად, მათი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობასთან განლაგებულ ხის ჯებირზე ხელებს აბრახუნებს.

ამასთან, მოქალაქეები პარლამენტის ეზოში ისვრიან ბოთლებს.

"ინტერპრესნიუსი"