"ხალხის ნაწილი აქტიურად ახდენს ჩვენზე უდიდეს მორალურ ზეწოლას და გვიბიძგებს ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი, ჩემი აზრით, ძალადობა და ბულინგია!" - რას ამბობს თაკო ჩხეიძე? - კვირის პალიტრა

"ხალხის ნაწილი აქტიურად ახდენს ჩვენზე უდიდეს მორალურ ზეწოლას და გვიბიძგებს ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი, ჩემი აზრით, ძალადობა და ბულინგია!" - რას ამბობს თაკო ჩხეიძე?

მო­დე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, რუს­ლან აბა­ში­ძის მე­უღ­ლეა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ევ­რო­პამ სა­ქარ­თვე­ლო უნდა მი­ი­ღოს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ით, სიწ­მინ­დი­თა და კა­ნო­ნით და არა, მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ვერ­სი­ით...

თაკო ჩხე­ი­ძე:

"და­ვი­წყებ იმით, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას! ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ყვე­ლას გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი ში­ში­სა და შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე ნათ­ლად ვთქვათ თუ რას ვფიქ­რობთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხის ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად ახ­დენს ჩვენ­ზე უდი­დეს მო­რა­ლურ ზე­წო­ლას და გვი­ბიძ­გებს ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი, ჩემი აზ­რით, ძა­ლა­დო­ბა და ბუ­ლინ­გია!

რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო გვერ­დებ­ზე ვხე­დავ, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ და­ა­მა­ხინ­ჯონ ჩემი პო­ზი­ცია, ამი­ტომ ახლა უკვე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ვთქვა სა­ხალ­ხოდ, რომ მსურს ვი­ცხოვ­რო და­მო­უ­კი­დე­ბელ, ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მი­ის­წრაფ­ვის ევ­რო­პის­კენ, მხო­ლოდ ყვე­ლა თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­ით, რო­მე­ლიც აქამ­დე ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ი­ტა­ნეს უდი­დე­სი შრო­მი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით!

ევ­რო­პამ უნდა მიგ­ვი­ღოს ჩვე­ნი ის­ტო­რი­ით, სიწ­მინ­დი­თა და კა­ნო­ნით და არა მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ვერ­სი­ით, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს! გააგრძელეთ კითხვა