გააგრძელე ქართული კლასიკის გადაკითხვა და შეიძინე "ბაში-აჩუკის" საკოლექციო გამოცემა სპეციალურ ფასად - კვირის პალიტრა

გააგრძელე ქართული კლასიკის გადაკითხვა და შეიძინე "ბაში-აჩუკის" საკოლექციო გამოცემა სპეციალურ ფასად

29 აპ­რი­ლი­დან 6 მა­ი­სის ჩათ­ვლით „ბაში-აჩუ­კის“ სა­კო­ლექ­ციო გა­მო­ცე­მა სე­რი­ი­დან #გა­და­ვი­კი­თხოთ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 15 ლა­რად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, ისე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დსა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში.

აკა­კი წე­რეთ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი „ბაში-აჩუ­კი“ ეხე­ბა 1659 წლის კა­ხე­თის აჯან­ყე­ბას, რო­მელ­მაც სპარ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მებ­რძო­ლებს შო­რის იყ­ვნენ ზაალ არაგ­ვის ერის­თა­ვი, ქსნის ერის­თა­ვე­ბი (შალ­ვა და ელიზ­ბარ), ბი­ძი­ნა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, ფშავ-ხევ­სუ­რე­ბი და სხვა.

რო­მა­ნი და­წე­რი­ლია 1895-1896 წლებ­ში, მისი კინო ეკ­რა­ნი­ზა­ცია კი 1956 წელს გა­მო­ვი­და. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ლია ელი­ა­ვა, ოთარ კო­ბე­რი­ძე, დოდო აბა­ში­ძე, მე­დეა ჩა­ხა­ვა, დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე და კოტე და­უშ­ვი­ლი ას­რუ­ლე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ას #გა­და­ვი­კი­თხოთ, ეს არის ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის იმ რჩე­უ­ლი ტექ­სტე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­თა გა­და­კი­თხვა და, შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლა­ხა­ლი გა­აზ­რე­ბა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ვე და აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სულ უფრო მეტ სა­ფიქ­რალს აღ­ძრავს. ამ სე­რი­ის იდე­აც ეს არის - შევ­ხე­დოთ, რო­გორც ახალს, და თა­ვი­დან წა­ვი­კი­თხოთ, გა­და­ვი­კი­თხოთ კარ­გად ნაც­ნო­ბი კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი წიგნს ერ­თვის ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტო­რის ან მკვლევ­რის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სე­რი­ის­თვის და­წე­რი­ლი წი­ნათ­ქმა, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის, მიგ­ვა­ნიშ­ნოს ხე­ლახ­ლა წა­კი­თხვი­სას აღ­მო­სა­ჩენ აქ­ცენ­ტებ­ზე.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ი­ცა შემ­დე­გი წიგ­ნე­ბი: „კა­ცია ადა­მი­ა­ნი“ (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „სუ­რა­მის ციხე“ (გიგა ზე­და­ნი­ას წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „ლამ­ბა­ლო და ყაშა“ (გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „ქრის­ტი­ნე“ (თე­ო­ნა ბე­ქიშ­ვი­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „ხე­ვის­ბე­რი გოჩა“ (დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლი“ (მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­ას წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით) და ახლა უკვე „ბაში-აჩუ­კი“. წიგ­ნე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია მხატ­ვარ ხა­ტია ჩი­ტო­რე­ლი­ძის ილუსტრა­ცი­ე­ბით, და­ბეჭ­დი­ლია ცარ­ცი­რე­ბულ ქა­ღალ­დზე, აქვს მა­გა­რი ყდა და სა­კო­ლექ­ციო გა­მო­ცე­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ღა­ლი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხი.

R