"მე­გობ­რე­ბო­ო­ოო! გელა ვი­პო­ვე­ე­ეთ!" - რას წერს აქციიდან გაუჩინარებულ მამაკაცზე ახლობელი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ - კვირის პალიტრა

"მე­გობ­რე­ბო­ო­ოო! გელა ვი­პო­ვე­ე­ეთ!" - რას წერს აქციიდან გაუჩინარებულ მამაკაცზე ახლობელი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ

აქ­ცი­ი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი გელა ნა­დი­რა­ძე იპო­ვეს. მის შე­სა­ხებ მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ პო­უ­ლობ­დნენ.

"ახ­ლობ­ლებ­მა ტვ კად­რებ­ში და­ი­ნა­ხეს, როცა მას უმო­წყა­ლოდ სცემს სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ხრო­ვა. ამ ბი­ჭის ძმა, რო­მე­ლიც ახლა და­ღუ­პუ­ლია, ომის ვე­ტე­რა­ნი იყო. გელა ნა­დი­რა­ძე არ ჩანს არც და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის, არც სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი იძ­ლე­ვი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, არის თუ არა მათ­თან და ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი. გთხოვთ, თუ ვინ­მემ რამე იცით, სას­წრა­ფოდ გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ. ყვე­ლა­ზე დიდი იმე­დია, რომ ვინ­მემ შე­ი­ფა­რა სახ­ლში. სხვა რა დავ­წე­რო და ეს რას ნიშ­ნავს, ადა­მი­ა­ნის გა­და­მალ­ვა, სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა არ მგო­ნია გა­გი­ჭირ­დეთ", - წერ­და ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

"მე­გობ­რე­ბო­ო­ოო! გელა ვი­პო­ვე­ე­ეთ! ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, ნეკ­ნე­ბი აქვს ჩამ­ტვრე­უ­ლი და მრა­ვა­ლი სხვა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ცო­ცხა­ლია. ამ ეტაპ­ზე სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­თან მი­ი­ტა­ნა ეს ამ­ბა­ვი!" - წერს სა­ლო­მე ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც შსს-ში გვი­თხრეს, გელა ნა­დი­რა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 30 აპ­რილს და­ა­კა­ვეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სხვა 63 პირ­თან ერ­თად, შემ­დეგ კი ის ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.