"ბედნიერი ვარ, რომ ნიორაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი გახლავართ. New York times , Los Angeles times , The Guardian თუ სხვა ჟურნალები, ყოველთვის აღფრთოვანებით წერდნენ ჩემზე" - კვირის პალიტრა

"ბედნიერი ვარ, რომ ნიორაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი გახლავართ. New York times , Los Angeles times , The Guardian თუ სხვა ჟურნალები, ყოველთვის აღფრთოვანებით წერდნენ ჩემზე"

„...დედა და მამა ყველანაირად მხარში მიდგანან, ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. დედა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარეს აგვარებს, ასევე არის კოსტიუმების მხატვარი. ჩვენ სამნი ერთად ვმართავთ თეატრს და სირთულეებს ვუმკლავდებით. ძალიან რთულია, როდესაც შენი ძალებით , ფინანსებით გიწევს ყველაფრის კეთება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით თავს ვართმევთ ...“ - ამბობს საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავი მარიამ უგრეხელიძე, რომელიც უდუდესი წარმატებების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და თავის გამოცდილებას სხვებს უზიარებს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ბედნიერი ვარ, რომ ნიორაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი გახლავართ. ჩემი დეიდა ბალეტის მეგავარსკვლავი , მსოფლიოში აღიარებული პრიმაბალერინა ირმა ნიორაძეა; მეორე დეიდა მსოფლიოს მეცოსოპრანო მზია ნიორაძე გახლავთ. ქეთევან პაპავაც ყველამ იცით, ჩემი დეიდაშვილი გახლავთ, ვენის შტაც ოპერის პრიმაბალერინა..."

"5 წლის ვიყავი, პუანტები რომ მეცვა. როგორც ვახსენე, დედა ზ. ფალიაშვილის თეატრის სოლისტი იყო 12 წელი და სკოლის შემდეგ, უმეტეს დროს თეატრში ვატარებდი. ვესწრებოდი ბალეტის გაკვეთილებს, რეპეტიციებს, სპექტაკლებს. რა გასაკვირია, რომ პატარაობიდანვე შემიყვარდა საბალეტო ხელოვნება..."

"მესამე წელია რაც საქართველოში გადმოვედი, მანამდე 21 წელი სანქტ-პეტერბურგში ვმუშაობდი... 8 წელი ვისწავლე აგრიპინა ვაგანოვას საბალეტო აკადემიაში, სადაც ძალიან მკაცრი სწავლება და ურთულესი პროგრამა იყო. ყოველ წელს რიცხავდნენ მოსწავლეებს და ასე გრძელდებოდა 8 წელი. 20 მოსწავლედან ბოლოს 7 დავრჩით და აქედან მხოლოდ რამდენიმე მოვხვდით საუკეთესო თეატრებში. პეტერბურგში უდიდესი კონკურენციაა საბალეტო სფეროში, ტიტანური შრომა უნდა ჩადო, რომ გახდე სოლისტი იქ, სადაც მთელ პლანეტაზე პირველი საბალეტო სკოლა და თეატრებია..."

"ერთ დღესაც , 21 წლის შემდეგ ისე აეწყო მოვლენები , რომ მე და დედამ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ახლა აქ ვარ და მადლობა ღმერთს, რომ დამაბრუნა სახლში. რაც კი 21 წლის მანძილზე უდიდესი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, ახლა ვუზიარებ ნიჭიერ ბალერინებს, ვემსახურები სამშობლოს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე