"არა რუ­სეთს და არა ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­კენ მი­ა­ქა­ნებს! მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო" - რას წერს ბუდუ ზივზივაძე? - კვირის პალიტრა

"არა რუ­სეთს და არა ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­კენ მი­ა­ქა­ნებს! მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო" - რას წერს ბუდუ ზივზივაძე?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ სპორ­ტსმენს კონ­კრე­ტუ­ლად კი ფეხ­ბურ­თელს უკვე მე­ო­რედ მი­წევს და­ვა­ფიქ­სი­რო აზრი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე და არ მი­წევს ფეხ­ბურთზე ფიქ­რი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მომ­ზა­დე­ბა, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა ვა­სა­ხე­ლო დიდ სა­ფეხ­ბურ­თო ფო­რუმ­ზე, მაგ­რამ რო­გორც რი­გი­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, რომ კვლავ გა­ვი­მე­ო­რო:

არა რუ­სეთს და არა ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­კენ მი­ა­ქა­ნებს.

სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­პა­შია. ვდგა­ვარ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დით ვინც თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხის ქვეშ აყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის.

ვე­რა­ნა­ი­რად გა­მარ­თლდე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე თავ­დას­ხმა.

პ.ს. მსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის ისე­თი ერ­თი­ა­ნი და ბედ­ნი­ე­რი იყოს რო­გორც 26 მარ­ტის ღა­მეს იყო.

მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო", - წერს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე.