"ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია - არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია - არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს"

ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია - არა რუსეთს! არა ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქვილითაია Instagram-ზე წერს.

გიორგი ქვილითაიას განცხადებით, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი და დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა.

"ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს", - წერს გიორგი ქვილითაია.

IPN