"აშშ მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული" - კვირის პალიტრა

"აშშ მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში საქართველოს დღევანდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

შოლეს თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.

"დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით - მთავრობის მტრული რიტორიკა ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული, რაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს", - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე.

IPN