"ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ... თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება" - რას პასუხობს ნინო წილოსანი მათ, ვინც 30 თეთრს ურიცხავს
"ნაცების“ ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს“ კამპანიით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
წილოსანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური წარსული და რუსულია და არა ევროპული.
"ნაცების“ ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით .. ვისაც გჯერათ, რომ მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური და ა. შ ევროპაა, გეტყვით, რომ ეს უბრალოდ წარსული და რუსულია, და არა ევროპული და თუ არ გჯერათ, რომ ამ ვითომ ევროპისთვის ბრძოლის უკან „ნაცების“ ბრძოლაა ხელისუფლებისთვის, ერთი წამით დაფიქრდით - რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით", - წერს ნინო წილოსანი.
ასევე დეპუტატი ეხმაურება მისი მისამართით წამოწყებულ კამპანიას. მოქალაქეები მას 30 თეთრს ურიცხავენ, დანიშნულებაში კი უთითებენ, სიტყვას "ქვეყნის გაყიდვისთვის". გააგრძელეთ კითხვა