რატომ იწუნებენ "ჩაკრულოს" ტექსტს კრიტიკოსები და რას პასუხობს მათ დათო ცინცაძე? - კვირის პალიტრა

რატომ იწუნებენ "ჩაკრულოს" ტექსტს კრიტიკოსები და რას პასუხობს მათ დათო ცინცაძე?

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გა­და­ცე­მა "რა­ნი­ნა", შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობს უნი­ჭი­ე­რეს ბავ­შვებს, მე­ო­რე მხრივ კი მათ გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა ერთ-ერთ ბოლო გა­და­ცე­მა­ში ბავ­შვე­ბის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო" რა­ტომ­ღაც გან­სჯის საგ­ნად იქცა. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ტექ­სტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ იცის, რა­ტომ­ღაც ზო­გი­ერ­თე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თათ­ვის.

მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლის­ტი, პრო­ფე­სო­რი იო­სებ ჭუმ­ბუ­რი­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს, წერს:

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი დას­ვა ლი­ტე­რა­ტორ­მა და მთარ­გმნელ­მა პა­ა­ტა ჩხე­ი­ძემ. ქარ­თუ­ლი /მსოფ­ლიო პი­ლი­ფო­ნი­ის /მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი შე­დევ­რის - "ჩაკ­რუ­ლოს" ტექსტს შე­ე­ხე­ბა.***ამის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლიც ბევ­რია, მაგ­რამ მე იმას ვი­ტყვი, რაც უშუ­ა­ლოდ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის­გან მო­მის­მე­ნია:

"უცხო­ეთ­ში ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, - რა­ზეა ეს სიმ­ღე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი აქვთ პირ­ვე­ლი სტრო­ფის მი­მართ. ვუხ­სნი, რომ ეს სუფ­რუ­ლი და პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რაა, მაგ­რამ როცა პირ­ვე­ლი სტრო­ფის ში­ნა­არსს შე­ი­ტყო­ბენ, გაკ­ვირ­ვე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან. არ ეს­მით, დღეს რა­ტომ უნდა ჩა­ვუხ­ტეთ მუხ­რან-ბა­ტონს და თავს ბანი რა­ტომ უნდა და­ვან­გრი­ოთ. სხვა­თა შო­რის, შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­ში, ამ სიმ­ღე­რას "რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნურს" უწო­დებ­დნენ, ანუ ეს სტრო­ფი იმ ეპო­ქა­ში ჩა­მა­ტე­ბუ­ლი ჩანს. ამას გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს ის ფაქ­ტიც, რომ მას ლო­გი­კუ­რი ბმა არა აქვს მომ­დევ­ნო სტროფ­თან:

"ხმა­ლო, ხევ­სუ­რეთს ნა­ჭე­დო"...***]

ვფიქ­რობ, საკ­მა­რი­სია იმის ასახ­სნე­ლად, თუ რა­ტომ შე­იქ­მნა, ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის­თვის", ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტის ახა­ლი ვერ­სია:

"მცხე­თას და­რის­ხდნენ ზა­რე­ბი, მოს­ვლა­სა ხმო­ბენ მტრი­სა­სა, ამაჰ­ყვა არაგ­ვს ძა­ხი­ლი, მუხლს ვინ შა­ი­ბამს მგლი­სა­სა. სამ­ჯერ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი,მო­ნათ­ლუ­ლიც ვარ სამ­ჯე­რა, ერთხელ სიკ­ვდი­ლი რას მი­ზამს,ერთხელ სიკ­ვდი­ლის არ მჯე­რა"...***და რა ლო­გი­კუ­რად ებ­მის:"ხმა­ლო, ხევ­სუ­რეთს ნა­ჭე­დო, თე­ლავ­ში თუშ­მა და­გ­ფე­რა, მეფე ერეკ­ლემ გა­კურ­თხა, სა­ომ­რად ჯვა­რი დაგ­წე­რა"...**

*და მთა­ვა­რი:

თუ მარ­თლა გულ­წრფე­ლად ვე­თაყ­ვა­ნე­ბით ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის შემგრო­ვე­ბელ­სა და გა­დამ­რჩე­ნელს, თუ მარ­თლა გვეს­მის ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის ფასი, მა­შინ ყვე­ლა ან­სამ­ბლმა "ჩაკ­რუ­ლოს" ამ ტექსტს უნდა მი­ა­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა.

***ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩ­ნდა ახ­ლა­ხან, როცა "რა­ნი­ნას" ნორჩმა მომ­ღერ­ლებ­მა შე­ას­რუ­ლეს. მათ, ცხა­დია, ჯერ გა­აზ­რე­ბუ­ლი არა აქვთ მისი ში­ნა­არ­სი, ჯერ არ ება­დე­ბათ კი­თხვა: რა­ტომ უნდა ჩა­უხტნენ მუხ­რან-ბა­ტონს?! მაგ­რამ ამას, ორი­ო­დე წლის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად იკი­თხა­ვენ. აღა­რა­ფერს ვი­ტყვი მომ­დევ­ნო სტრი­ქო­ნებ­ზე, მა­გა­ლი­თად, ასეთ­ზე: "ფქვი­ლი ვერ დავ­დგი გოდ­რი­თა"...პო­ლი­ფო­ნი­ურ შე­დევ­რს ტექ­სტიც შე­სა­ფე­რი­სი უნდა ჰქონ­დეს, მით უფრო, რომ ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია (მათ შო­რის ხალ­ხუ­რი) გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი შე­დევ­რე­ბი­თაა სავ­სე".

ამ კრი­ტი­კას ვრცლად პა­სუ­ხობს ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლი დათო ცინ­ცა­ძე:

"ბა­ტო­ნო Ioseb Chumburidze, ასეთ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, უძი­ლო ღა­მე­ე­ბის ფონ­ზე, ბავ­შვე­ბის "საკ­რი­ტი­კოდ" რომ მო­ი­ცა­ლეთ, არაა კარ­გი ამ­ბა­ვი! მაგ­რამ, ისევ ამ ბავ­შვბის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის - რომ გა­იზ­რდე­ბი­ან უნდა იცოდ­ნენ სი­მარ­თლე, და ამი­ტომ გპა­სუ­ხობთ.

სა­ნამ პა­სუხზე გა­და­ვალ, მინ­და მად­ლო­ბა გი­თხრათ, რომ თქვენ პოს­ტში ნახ­სე­ნე­ბი "უთავ­მოყ­ვა­რეო ან­სამ­ბლის კონ­ტექ­სტი" ჩემი თქვენ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ და­ა­კო­რექ­ტი­რეთ.

ბა­ტო­ნო იო­სებ, არ ვიცი რო­გორ მო­ვიხ­სე­ნო თქვე­ნი ეს წე­რი­ლი. კრი­ტი­კაა, პოს­ტია, ემო­ცი­აა, იდე­აა, თუ სხვა რამ? გააგრძელეთ კითხვა