"ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია, გამოხატეთ პროტესტი" - არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს - კვირის პალიტრა

"ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია, გამოხატეთ პროტესტი" - არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ.

„შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, დაპირისპირებაში შევიდეს ჩვენს პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, რაც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციასა და რუსეთის გავლენის სფეროში, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში მოხვედრას უქადის.

თქვენ ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდით საქართველოს ნატო-სა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების მიზანს. თქვენ კარგად იცით, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციიდანაც, რომ „რუსული კანონის“ მიღება საბოლოოდ ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროპული კავშირისკენ, ნატო-სკენ და მარტო დატოვებს ქვეყანას რუსული საფრთხის წინაშე.

ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებასა და საქართველოს მოკავშირეებთან დიპლომატიურ პაექრობაში შესვლას გავალებთ, ეროვნული ინტერესებისა და პროდასავლური პოლიტიკის მიმართ თქვენს ერთგულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“ - ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერები:

1.საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

2.ჟურნალისტიკის რესურსცენტრი - JRC

3.საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - GARB

4.მწვანე ალტერნატივა

5.კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

6.განათლების კოალიცია

7.დემოკრატიის ინდექსი - საქართველო

8.საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

9.საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი

10.მედიის განვითარების ფონდი

11.საქართველოს ევროპული ორბიტა

12.ევროპის ფონდი

13.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

14.საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

15.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

16.დემოკრატიის მცველები

17.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

18.საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB)

19.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

20.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

21.ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)თბილისი პრაიდისამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD)საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)საქართველოს სასოფლო დარბაზიClimate Basics ქლაიმათ ბეიზიქსცვლილებების სცენა • A Scene of ChangeMovementGeorgian Institute of Politics (GIP)რეპროდუქციული განათლების ჰაბიIBDIPCექსპორტის განვითარების ასოციაციაახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXIრეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)რაჭის სათემო ორგანიზაციაპრევენცია პროგრესისთვისგიორგი ტუმასიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური რეზერვი 2017-2021 წლებისოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვისმარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოშიSAUNJEა(ა)იპ არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“მამუკა კოტეტიშვილი, ფიზიკური პირილომეკიყვარლის ევროკლუბისამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)მედია აპრილიმოძრაომა "ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო""ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითრების ფონდი”საზოგადოება და ბანკებითეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისაქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)ღია სივრცე კავკასია (COS)ნეოგენისამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვისინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლიგურიის სამოქალაქო ცენტრიჯეოქეისიღრმ სტრუქტურული რეფორმების ცენტრისაქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი

IPN