ვინ არის ვაჟა სირაძის მეუღლე - საპატრულო პოლიციის უფროსი ცნობილი ექიმის სიძეა
ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2019 წელს დაინიშნა დაინიშნა. ახალგაზრდა მაიორს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, იგი წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 და 2018 წელს ვაჟა სირაძე შინაგან საქმეთა მინისტრმა მედლით დააჯილდოვა.
ვაჟა სირაძე ხობში დაიბადა და გაიზარდა. იქვე დაამთავრა სკოლაც. შემდეგ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. სირაძის დედა ეკა ლატარია ადვოკატია, ხოლო მამა, შოთა სირაძე - მოსამართლე. ჰყავს უმცროსი ძმა.
მაიორი დაოჯახებულია. მისი მეუღლე მარიკა ქავთარაძე ექიმ ლევან ქავთარაძის ქალიშვილია. ქავთარაძე ნევროლოგია და მას როგორც სამედიცინო წრეში, ასევე საზოგადოებაში კარგად იცნობენ. იგი ხობში ცხოვრობს და საქმიანობს, მანამდე კი ქავთარაძეების ოჯახი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა.
ასევე პეტერბუგრში დაიბადა მარიკა ქავთარაძე, მან სკოლაც იქ დაამთავრა, შემდეგ კი საქართველოში, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და იგი წითელ დიპლომზე დახურა. სირაძემ და ქავთარაძემ 2015 წლის აგვისტოში იქორწინეს. ქორწილი თბილისში გადაიხადეს. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. იხილეთ სრულად