„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ. ისინი თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც „ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.

„თავისუფლებასთან წააგებთ!“ „რუსებო, მონებო“ - ასე მიმართავენ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

IPN