"არაერთ შეთავაზებაზე ვთქვი უარი, რადგან ჩემი ადგილი ტაძარში იყო" - ქალი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა მაცხოვრის დატირებას გალობს
წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც სრულიად სამყარო ირინდება, რაღაც დიდი საიდუმლოს მოლოდინით! დღე, როდესაც ცა და დედამიწა დუმს! დღე, გაუცნობიერებელი შიშის, კრძალვის, ტკივილისა და სისხლად დაღვრილი გულის ცრემლების! დღე, როდესაც ყველაზე ძვირფასი გააკრეს ჯვარზე...
დღე, როდესაც მათ, რომელნიც ყველაზე მეტად უყვარდა, ღალატით გასცეს და დიდი ტკივილისათვის გაიმეტეს! დღევანდელ დღეს, საქართველოს ყველა ტაძარში, იგალობებს საგალობელი - იესოს დატირება, რომელიც არცერთ ჩვენგანს გულგრილს არ ტოვებს. მათ შორის გამორჩეულია ხმა - სოპრანოსი, ქალბატონი ნაირა ნაჩხატაშვილის. ქალბატონი ნაირა უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც ამ საოცარ დატირებას ასრულებს.
ნაირა ნაჩხატაშვილი:
- როდესაც ქრისტეს ცხოვრებას, ქრისტეს გალობას გალობ, უნდა გაიზიარო, მისი თითოეული ტკივილი. ამ დროს თითქოს მთელი სხეული მეც მიმძიმდება და მისივდება გული. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო, წარმატებული საოპერო კარიერისათვის მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება, ჩემი ადგილი ტაძარში იყო, არის და იქნება. არაერთ პროფესიულ შეთავაზებაზე ვთქვი ამ მიზეზის გამო უარი და დღემდე ეკლესიაში ვგალობ. სცენის მიმართ სიყვარული კი, შვილს, მაყვალა ასპანიძეს გადავაბარე. რა მნიშვნელობა აქვს, მე დავდგები თუ ჩემი შვილი სცენაზე? ჩვენ ხომ ისედაც ერთნი ვართ. რაც შეეხება ეკლესიას, ჩემი ერთგულება და სიყვარული უკავშირდება არაერთ სასწაულს, რომელიც პირველივე დღიდან დაიწყო, როცა მე გალობა დავიწყე. გააგრძელეთ კითხვა