"არაერთ შეთავაზებაზე ვთქვი უარი, რადგან ჩემი ადგილი ტაძარში იყო" - ქალი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა მაცხოვრის დატირებას გალობს - კვირის პალიტრა

"არაერთ შეთავაზებაზე ვთქვი უარი, რადგან ჩემი ადგილი ტაძარში იყო" - ქალი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა მაცხოვრის დატირებას გალობს

წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც სრუ­ლი­ად სამ­ყა­რო ირინ­დე­ბა, რა­ღაც დიდი სა­ი­დუმ­ლოს მო­ლო­დი­ნით! დღე, რო­დე­საც ცა და დე­და­მი­წა დუმს! დღე, გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ში­შის, კრძალ­ვის, ტკი­ვი­ლი­სა და სის­ხლად დაღ­ვრი­ლი გუ­ლის ცრემ­ლე­ბის! დღე, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი გა­აკ­რეს ჯვარ­ზე...

დღე, რო­დე­საც მათ, რო­მელ­ნიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­და, ღა­ლა­ტით გას­ცეს და დიდი ტკი­ვი­ლი­სათ­ვის გა­ი­მე­ტეს! დღე­ვან­დელ დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ტა­ძარ­ში, იგა­ლო­ბებს სა­გა­ლო­ბე­ლი - იე­სოს და­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც არ­ცერთ ჩვენ­განს გულ­გრილს არ ტო­ვებს. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია ხმა - სოპ­რა­ნო­სი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ი­რა ნა­ჩხა­ტაშ­ვი­ლის. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ი­რა უკვე თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა, რაც ამ სა­ო­ცარ და­ტი­რე­ბას ას­რუ­ლებს.

ნა­ი­რა ნა­ჩხა­ტაშ­ვი­ლი:

- რო­დე­საც ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბას, ქრის­ტეს გა­ლო­ბას გა­ლობ, უნდა გა­ი­ზი­ა­რო, მისი თი­თო­ე­უ­ლი ტკი­ვი­ლი. ამ დროს თით­ქოს მთე­ლი სხე­უ­ლი მეც მიმ­ძიმ­დე­ბა და მი­სივ­დე­ბა გული. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­მეძ­ლო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო კა­რი­ე­რი­სათ­ვის მი­მე­ძღვნა ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი ად­გი­ლი ტა­ძარ­ში იყო, არის და იქ­ნე­ბა. არა­ერთ პრო­ფე­სი­ულ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე ვთქვი ამ მი­ზე­ზის გამო უარი და დღემ­დე ეკ­ლე­სი­ა­ში ვგა­ლობ. სცე­ნის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი კი, შვილს, მაყ­ვა­ლა ას­პა­ნი­ძეს გა­და­ვა­ბა­რე. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მე დავ­დგე­ბი თუ ჩემი შვი­ლი სცე­ნა­ზე? ჩვენ ხომ ისე­დაც ერ­თნი ვართ. რაც შე­ე­ხე­ბა ეკ­ლე­სი­ას, ჩემი ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი უკავ­შირ­დე­ბა არა­ერთ სას­წა­ულს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ი­წყო, როცა მე გა­ლო­ბა და­ვი­წყე. გააგრძელეთ კითხვა

"რომ ვკვდებოდე, მაინც ვიგალობებ" - იხილეთ ვიდეო