"თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან" - რას წერს ამირან გამყრელიძე - კვირის პალიტრა

"თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან" - რას წერს ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" აქ­ვეყ­ნებს. გამ­ყრე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თუ პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონს ამ ფორ­მით და­ამ­ტკი­ცებს, მო­სახ­ლე­ო­ბა მას არ მი­ი­ღებს. გარ­და ამი­სა, გამ­ყრე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის იდე­ი­თაც გა­მო­დის.

"ეს დღე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მე­კი­თხე­ბი­ან ჩემს მო­საზ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ორი მოს­მე­ნით მი­ღე­ბულ ე.წ. გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ზე.

დიდ­მა ქარ­თველ­მა თქვა - "გრძე­ლი სი­ტყვა მოკ­ლედ ით­ქმის...“, ამი­ტომ მოკ­ლედ შე­ვეც­დე­ბი ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტო:

1. გა­ვი­მე­ო­რებ იმა­ვეს, რაც შარ­შან მარ­ტში გან­ვა­ცხა­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან - ეს კა­ნო­ნი დაბ­რკო­ლე­ბას უქ­მნის ჩვენს ის­ტო­რი­ულ სწრაფ­ვას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გავ­ხდეთ ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის წევ­რი, ე.ი შე­ვი­დეთ ევ­რო­კავ­შირ­ში (ამას­თან, შარ­შან­დელ­თან გან­სხვა­ვე­ბით დღეს უკვე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი გვაქვს) და გვი­ცავ­დეს ნა­ტოს ფარი. ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვი შარ­შან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ამ კა­ნონს არ მი­ი­ღებ­და და ასეც მოხ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­ვო­ბის და პრო­ტეს­ტის შემ­დეგ კა­ნო­ნი ჩა­ვარ­და (გა­იწ­ვი­ეს უკან).

2. იგი­ვე აზ­რზე ვარ წელ­საც. კა­ნო­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია ჩვენს ევრო-ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალ­თან. ამის წი­ნა­აღ­მდე­გია მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, გვირ­ჩე­ვენ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი - აშშ, ევ­რო­კავ­ში­რი, ბრი­ტა­ნე­თი, ყვე­ლა მე­გო­ბა­რი, კე­თი­ლის მსურ­ვე­ლი და პარტნი­ო­რი, ვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ზე დად­გო­მა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში უკა­ნას­კნე­ლი 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბით კა­ნო­ნის მი­ღე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლია მხო­ლოდ რუ­სე­თის მიერ, რო­მელ­საც ამა­ვე დროს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ქვეყ­ნის 20% და მი­ზან­ში ვყა­ვართ ამო­ღე­ბუ­ლი, რომ დაგ­ვაბ­რუ­ნოს თა­ვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ. ამი­ტო­მაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ისევ, რომ კა­ნონს სა­ბო­ლო­ოდ არ მის­ცემს მწვა­ნე შუქს ჩვე­ნი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტი სა­დაც ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვიც­ნობ, პა­ტივს ვცემ და მჯე­რა მათი მრწამ­სის. და თუ ამ ფორ­მით მა­ინც დამ­ტკიც­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მას არ მი­ი­ღებს და არ აღას­რუ­ლებს.

თუ ვინ­მეს ეს არ სჯე­რა, მა­შინ სა­სურ­ვე­ლია და­ი­ნიშ­ნოს რე­ფე­რენ­დუ­მი. ჩვენ რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­ღი­ა­რეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, ამი­ტომ ისევ რე­ფე­რენ­დუ­მით გან­ვამ­ტკი­ცოთ უმ­რავ­ლე­სო­ბის ნება და უარი ვუ­თხრათ კა­ნონს, რო­მე­ლიც გვაბ­რუ­ნებს უკან, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და უფრო მე­ტად გვა­ახ­ლო­ებს რუ­სეთ­თან.

3. კარ­გად გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ მა­მე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ბრძო­ლა­ში ყო­ველ­თვის შვი­ლე­ბი იმარ­ჯვე­ბენ და ასეც უნდა იყოს, ისე გან­ვი­თა­რე­ბა ვერ იქ­ნე­ბა, ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნია, "ის ურ­ჩევ­ნია მა­მულ­სა, რომ შვი­ლი ჯობ­დეს მა­მა­სა“. დღეს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდო­ბა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბად­ნენ, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა მარ­თავს და მათ უნდა გა­ი­მარ­ჯვონ ისე, რო­გორც 1978 წ. 14 აპ­რილს, 1989 წ. 9 აპ­რილს და შემ­დგომ­ში მრა­ვალ­გზის.

ნუ და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით მათ, ნუ აღვმარ­თავთ მათ­ზე ხელს, პი­რი­ქით მა­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ახალ­გაზ­რდე­ბის ენერ­გია კარგ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად არის ამ ქვეყ­ნის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბო და ხელ­მომ­წე­რე­ბო, გთხოვთ გა­ვი­თა­ვი­სოთ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის, ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის რჩე­ვე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ამ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე ნუ გა­და­ვა­ყო­ლებთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ამ ქა­ღალ­დზე ხელ­მო­წე­რას და სი­ჯი­უ­ტეს.

უკან­და­ხე­ვა არ გახ­ლავთ ყო­ველ­თვის სი­სუს­ტის ნი­შა­ნი, პი­რი­ქით, ხში­რად სიბ­რძნის, შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბი­სა და სწო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა!მშვი­დო­ბი­ა­ნი და ბედ­ნი­ე­რი აღ­დგო­მა სა­ქარ­თვე­ლოს!!! გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა ჩვენს ქვე­ყა­ნას!" - წერს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.